|
2016-09-26 13:25:19, 1329 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ივანიშვილი: მარგველაშვილმა არც თავში იცოდა თავისი უფლებები და დღესაც არ ესმის
გიორგი მარგველაშვილი საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმაციას არც პრეზიდეტად არჩევამდე ფლობდა და არც ახლა ფლობს, - ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტს, რომელმაც აღნიშნა, რომ პრეზიდენტად არჩევამდე მოსახლეობას საავადმყოფოს პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. ივანიშვილის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, მარგველაშვილს ყველაფრის მართვა უნდოდა და ეს იყო პრობლემა. “რაც შეეხება საავადმყოფოს, ცუდია და სამწუხაროა, რომ ამ რეგიონში ასეთი მდგომარეობაა. საერთო დამოკიდებულება ჯანდაცვაზე თქვენ იცით. დიდი რესურსი ბიუჯეტიდან სწორედ ამ მიმართულებით იყო დახარჯული და იხარჯება დღესაც. სერგეენკო გახლავთ ძალიან წარმატებული მინისტრი და კარგი მენეჯერი. ეტყობა რომ ყველაფერს ვერ გავწვდით. რაც შეეხება პრეზიდენტის დაპირებებს პრეზიდენტმა არც თავში იცოდა რა უფლებები ექნებოდა და დღესაც არ ესმის საუბედუროდ და სამწუხაროდ, რომ ეს არ არის მისი სფერო. პრეზიდენტის სფერო არ არის საავადმყოფოს აშენება ან ჯანდაცვის მიხედვა. ეს მთავრობის საქმეა და თუ დარღვევაა, მთავრობას უნდა მოვთხოვოთ პასუხი. მანამდეც მქონდა საუბარი მასთან, რომ კონსტიტუცია მანამდე უნდა წაგეკითხა-მეთქი. არჩევნები რომ დამთავრდა და მოვიდა, ყველაფრის მართვა უნდოდა და ეს იყო პრობლემა", - განაცხადა ივანიშვილმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)