|
2016-09-24 18:01:46, 1072 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი იწყება
ხვალ, აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი იწყება. სოფელი სახალვაშო, სოფელი შუამთა, ჭოროხის დელტა, კოლხეთის ნაციონალური პარკი და ბოტანიკური ბაღი ის ადგილებია, საიდანაც მტაცებელ ფრინველთა მიგრაციას 25 ქვეყნის სპეციალისტი, მოხალისე და ტურისტი დააკვირდება. ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოსა და ბუნების კონსერვაციის საზოგადოება SABUKO- ს ორგანიზებით იმართება. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ლექციები და პრეზენტაციები უცხოელი და ქართველი სპეციალისტები მიერ, ასევე გასვლითი ექვსკურსიები და შემაჯამებელი ღონისძიებები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ადგილებზე. "აჭარა მსოფლიოში ფრინველთა მიგრაციის კუთხით მსოფლიოს ოთხეულში შედის. ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი რეგიონში წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტ ტურისტსა და სპეციალისტს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მიმდინარე წელს, რეგიონში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციას ისეთი ქვეყნებიდან ჩამოსული სპეციალისტები და ტურისტები აკვირდებიან როგორებიცაა: ბელგია, ჰოლანდია, ინგლისი, ამერიკა, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, შვედეთი, ავსტრალია და სხვა. შესაბამისად, იზრდება რეგიონში ტურიზმის ამ მიმართულებიდან მიღებული შემოსვალებიც", - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა. (NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)