|
2016-09-24 14:28:50, 2063 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
ზურაბ ჯაფარიძე: საქართველოში ბიზნესს სახელმწიფოსთან ურთიერთობის ძალიან ცუდი გამოცდილება აქვს
არანაირი კანონი არ ავალდებულებს არც ერთ ბიზნესმენს, მოვიდეს ამ ფორუმზე და არც ივანიშვილს, რომ ასეთი ტიპის ფორუმები გამართოს, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს „მოქალაქის“ ორგანიზებით გამართული ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ფორუმზე ბიზნესსექტორის მდგომარეობა შეფასდა. „ივანიშვილმა მოყვა, თუ რას აკეთებდა მთავრობა გასული 4 წლის განმავლობაში, რათა ბიზნესსექტორის მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. ასევე დისკუსია იყო იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ 10 წელიწადში საქართველო ეკონომიკურად უფრო განვითარებული იყოს. მე პირადად ხაზი გავუსვი იმ საკითხებს, რაშიც ყოფილ პრემიერს არ დავეთანხმე, მათ შორის ავღნიშნე, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მსგავსი ტიპის ფორუმები არ უნდა გაიმართოს. საუბარი მაქვს იმაზე, რომ ამ ადამინს აქვს ძალიან დიდი გავლენა და ამასთანავე ბიზნესს აქვს ძალიან ცუდი გამოცდილება ამ ქვეყანაში სახელმწიფოსთან ურთიერთობის“, - განაცხადა ჯაფარიძემ. მისივე განმარტებით, ექს-პრემიერი მას სხვადასხვა საკითხში დაეთანხმა, თუმცა ის ვერ ხვდება, რაში არ ეთანხმება მას ბიძინა ივანიშვილი. ჯაფარიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებს მოუწოდა, მეტი ენერგია დაუთმონ იმას, რომ საზოგადოებას გააგებინონ, თუ როგორ გაუმჯობესდა ბიზნესსექტორის მდგომარეობა განვლილი 4 წლის განმავლობაში. „თვითონ ბიზნესმენები კმაყოფილები დარჩნენ შეხვედრით. როგორც ჩანს ისინი ექს-პრემიერს ეთანხმებიან“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)