01:10 - 15 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-24 11:51:13, 1670 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
ივანიშვილი: საზოგადოებას მთავრობის ეკონომიკური მიღწევების გაანალიზება უჭირს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საზოგადოებას მთავრობის ეკონომიკური მიღწევების გაანალიზება უჭირს.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკური ფორუმის მოწვევის მიზეზი სწორედ ეს არის.

"ფორუმის მოწვევის აზრი არის ის, რომ ჩვენს საზოგადოებას უჭირს მთავრობის ეკონომიკური მიღწევების ანალიზის გაკეთება. ამ ფორუმის პირველი დანიშნულება სწორედ ეს გახლდათ. მეორე მთავარი გახლავთ ის, რომ იქნებ ბიზნესთან ერთად გამოვნახოთ უფრო სწორი გზები ეკონომიკის განვითარებისთვის. გავაანალიზოთ და მივუთითოთ ხელისუფლებას, რა შეცდომები დაუშვა, თუ ასეთი იყო. ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტიის ექსპერტი ცდილობს რომ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა აკრიტიკოს. ისინი თავს არიდებენ აქ მოსვლას, რამეთუ სათქმელი არ აქვთ. ეს მიუთითებს, რომ მთავრობის სტრატეგია სწორია", - განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო ”ქორთიარდ მერიოტში” ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს, რომელსაც 100-მდე ბიზნესმენი ესწრება. ფორუმი ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics