|
2016-09-22 16:01:43, 4281 ნახვა
კულტურა
მხატვარ FRAMAVI-ს გამოფენა „ლიმფა“ მოძრაობას საქართველოდან დაიწყებს
ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 24 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით თქვენ საშუალება გექნებათ ახალი თვალით,სხვანაირად დაინახოთ ჩვეულებრივი საგნები და ამაში მხატვარ Framavi-ს პერსონალური გამოფენა, „ლიმფა“ დაგეხმარებათ. თბილისის მერიის ინფორმაციით, გამოფენა 16:00 საათზე გაიხსნება. თანამედროვე კაცობრიობა ცდილობს სულ უფრო მეტი ყურაღება დაუთმოს ჯანსაღი წესით ცხოვრებას. Framavi ამ ტენდენციის მომხრეა. ლიმფა (ხერხემლიანთა ირგანიზმში არსებული გამჭირვალე სითხე) მოძრაობს ადამიანის სხეულში, ატენიანებს და მიკროელემენტებით ამდიდრებს მის ქსოვილებს . ეს უჩინარი, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი ადამიანური რესურსი ხშირად იგნორირებულია. ზოგჯერ ადამიანი ასევე არაფრად აგდებს შინაგან ენერგიას , რომელიც მას მოქმედების უნარს ანიჭებს და აძლიერებს - ჩვეულებრივად მიიჩნევს, რომ თითქოს ასეც უნდა იყოს. მხატვრის მიზანია ამ მეტაფორისა და ნახატების საშუალებით დაეხმაროს თითოეულ მნახველს, იპოვოს თავისთავში მარცვალი, რომელიც წაახალისებს გადადგას ნაბიჯი თვითგანვითარებისა და თავისი შინაგანი რესურსების ძიების გზაზე. მხატვარი სწორად საქართველოში მოგზაურობამ შთააგონა, ამიტომ გამოფენაც თბილისში გაიმართება. ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ზეთის საღებავებითა და მხატვრის უნიკალური ტექნიკით შესრულებული აბსტრაქციონიზმის სტილის 17 ნამუშევარი . ცნობისთვის, მარია შუტენკოვა ცნობილია,როგორც Framavi. იგი დაიბადა 1988 წელს უკრაინის ქალაქ ლიტინში. დაამთავრა ლონდონის ხელოვნების აკადემია და იმპრესიონისტების სკოლა საფრანგეთში. მის შემოქმედებაში ძირითადად წარმოადგენს აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმს და აბსტრაქტულიმპრესიონიზმს. მარია რეგულარულად მონაწილეობდა საერთაშორისო გამოფენებში, კერძოდ: ვენეციის 55-ე ბიენალზე ,იტალია ,2013; "მსოფლიო მხატვრები" , Espace Leo Ferre,, (NS)
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)