|
2015-03-13 10:09:36, 520 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყება: აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის შესახებ კონსულტაციებისთვის ლავროვის მზადყოფნა უადგილო და გაუგებარია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის თემაზე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება. როგორც უწყებაში განმარტავენ, ლავროვის განცხადებამ შესაძლოა შექმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველოს რკინიგზის ამ მონაკვეთზე მოძრაობის გახსნის მიმართ თბილისი დიდ დაინტერესებას ამჟღავნებს, სინამდვილეში საქართველოს არც ერთ ფორმატში არ დაუყენებია რუსეთთან დიალოგისას ეს საკითხი. "ყურადღებას იმსახურებს აგრეთვე პასაჟი საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთზე მოძრაობის გახსნის თაობაზე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებამ შესაძლოა შექმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველოს რკინიგზის ამ მონაკვეთზე მოძრაობის გახსნის მიმართ თბილისი დიდ დაინტერესებას ამჟღავნებს, სინამდვილეში საქართველოს არც ერთ ფორმატში არ დაუყენებია რუსეთთან დიალოგისას ეს საკითხი და ამდენად ს. ლავროვის მიერ გაჟღერებული მზადყოფნა უადგილო და გაუგებარია.სამწუხაროა, მაგრამ გვიწევს კონსტატირება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უგულვებელყოფა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დამახასიათებელ ატრიბუტად იქცა",-აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მხარეს მოუწოდებს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და დაიცვას საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებები.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)