08:45 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 16:16:20, 1375 ნახვა

კომენტარი
გიორგი ვაშაძე: მანანა კობახიძემ თავის ძმას მიხედოს, რომლის ირგვლივ უამრავი კითხვაა გაჩენილი

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ წევრის მანანა კობახიძის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს მის განათლებაში ჩადებული ინვესტიცია საქართველოს, თუნდაც იუსტიციების სახლების სახით დაუბრუნდა.

„თუ ცოდნის მიღება სისხლის სამართლის დანაშაულია, კი ბატონო. მე მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს მსგავსი პროექტები უნდა ქონდეს. ამ დაფინანსებით ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა და არა მხოლოდ საჯარო მოხელეებმა. ვვფიქრობ, რომ მსგავსი პროექტები უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება ჩემს დაფინანსებას, იქიდან გამომდინარე, რომ სამართლებრივი პროცესები მქონდა განხორციელებული, ცოდნის გაღრმავება მნიშვნელოვანი იყო და ჩემს ცოდნაში ჩადებული ინვესტიცია საქართველოს თუნდაც იუსტიციის სახლებით დავუბრუნე. მანანა კობახიძემ კი ჯობს საკუთარ ძმას მიხედოს, რომლის გარშემოც ბევრი კითხვაა“, - განაცხადა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ვაშაძემ.

შეგასენებთ, რომ გუშინ „იმედის დროში“  ყოფილი ხელისუფლების დროს ბიუჯეტის ხარჯზე დაფინანსებული მაღალჩინოსნების შესახებ სიუჟეტი გავიდა, სადაც გიორგი ვაშაძეც იყო ნახსენები. ამასთან დაკავშირებით მანანა კობახიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც პროკურატურას მოუწოდა ამ ფაქტით დაინტერესებულიყო, რადგან სისხლის სამართლის დანაშაულია ხალხის ფულის ხარჯზე, ბიუჯეტის თანხებით თანამდებობის პირების განათლების დაფინანსება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics