|
2016-09-19 13:44:12, 1292 ნახვა
კომენტარი
მანანა კობახიძე: ხალხის ფულის ხარჯზე თანამდებობის პირების განათლების დაფინანსება სისხლის სამართლის დანაშაულია
პარტია „ქართული ოცნების“ წევრი მანანა კობახიძე სოციალურ ქსელ Facebook-ში გუშინ, „იმედის დროში“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება და პროკურატურას მიმართავს, რომ სიუჟეტში გასული ფაქტებით დაინტერესდეს. საუბარია, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მაღალი თანამდებობის პირების ბიუჯეტიდან უცხოეთში სწავლის დაფინანსებაზე. ჩამონათვალშია გიორგი ვაშაძე, ნინო კალანდაძე, ნიკა გვარამია და ა.შ. „მივმართავ მთავარ პროკურორს, თუ ჯერ არ დაწყებულა ამ სიუჟეტში გასული ფაქტების გამოძიება, დაუყოვნებლივ დაინტერესდით აღნიშნულით! დაუშვებელია და პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულია ხალხის ფულის ხარჯზე, ბიუჯეტის თანხებით თანამდებობის პირების განათლების დაფინანსება, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება ეწეოდა წლების განმავლობაში! გასაგებია, თურმე ამიტომ ხართ ასეთი "განათლებულები” ასეთი კარგი "მოინგლისურეები", ასეთი "ყოჩაღები" და ჩვენ კი საკუთარი ჯიბით დაფინანსებულები ასეთი "უცოდინარი" და ასეთი "უნიათოები” ?! ოთო კახიძევ და კიდევ სხვებო, ამიტომ ხართ მუდმივ ვალში სააკაშვილთან?! მეც არ მიკვირდა?! სააკაშვილის არა, თქვენ საქართველოს ვალი გაქვთ, ხალხის ვალი და კიდევ ხმებს ითხოვთ ამ ხალხისგან, იმის ნაცვლად რომ დააბრუნოთ ბიუჯეტში უკანონოდ წაღებული?! აი, სწორედ ეს ხალხი გამოგიტანთ განაჩენს მალე!“, - განაცხადა კობახიძემ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)