|
2016-09-19 13:13:55, 1251 ნახვა
კომენტარი
ომბუდსმენი: ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში შეზღუდულია
„ზოგადად, ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში შეზღუდულია“,-ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა. როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, საზოგადოებაში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია და სახელწმიფო ენის არ ცოდნა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. „ზოგადად ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში შეზღუდულია. წლებია პრობლემა რჩება და გამოწვევა კვლავ არსებობს. პრობლემები კვლავ სახეზეა და ამ მხრივ სერიოზული პროგრესი ჩვენი გადმოსახედიდან არ ჩანს. საუბარია იმაზე, რომ მათი მონაწილეობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არის საკმაოდ ფრაგმენტული. მათი წარმომადგენლობა უფრო მეტად უნდა იყოს გაზრდილი პარლამენტში, თვითმმართველობის ორგანოებში თუ სხვაგან. ასევე გამოწვევა უკავშირდება სახელმწიფო ენის არ ცოდნას. ეს საკმაოდ სერიოზულ ბარიერს წარმოშობს. ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია არის შეზღუდული, ისინი არ არიან ჩართული ქართულ საინფორმაციო სივრცეში. მათი ინტეგრაცია კვლავ არ მომხდარა ბოლომდე და ეს სერიოზულ პრობლემებს ქმნის“,-განაცხადა ომბუდსმენმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)