|
2016-09-19 13:03:42, 3999 ნახვა
კულტურა
ლიტერატურული პრემია “საბას” დაჯილდოებაზე ჟიურიმ 12 გამარჯვებული ავტორი გამოავლინა
ლიტერატურული პრემია „საბას"რიგით მე-14 დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ივანე მუხრანბატონის სასახლეში გუშინ შედგა, 12 გამარჯვებული ავტორი გამოვლინდა. ჟიურის წლევანდელმა შემადგენლობამ -მწერლებმა და ლიტერატორებმა, ვანო ამირხანაშვილმა, ლელა დუმბაძემ, ირაკლი ჯავახაძემ, ანა ჭაბაშვილმა და ანდრო ბუაჩიძემ, გამარჯვებულები თავად გამოავლინეს და „საბას" პრიზი გადასცეს. ყველაზე საპატიო ნომინაციაში, ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა პოეტი ტარიელ ჭანტურია. ჯილდო „ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი" თარგმანისათვის გადაეცა ამერიკელ მთარგმნელს ლინ კოფინს „ვეფხისტყაოსნის"ინგლისურენოვანი თარგმანისათვის. ეს არის პირველი თარგმანი, რომელშიც შენარჩუნებულია 16 მარცვლოვანი რითმა და უნიკალურია „ვეფხისტყაოსნის"ინგლისურენოვან თარგმანებს შორის. რომანის ნომინაცია ორად გაიყო და ეს პრიზი ზურა სამადაშვილსა და ბექა ქურხულს ხვდათ წილად. გარდა ამისა, წელს პირველად, ერთ-ერთ ნომინაციაში, კერძოდ, დებიუტში გამარჯვებული სამი ავტორი გამოვლინდა. ორ მათგანს - ნანა ექვთიმიშვილსა და იუნონა გურულს ჯილდო საბას ჟიურისგან ერგო, ხოლო ერთ-ერთი გამარჯვებული, სალომე მაკარიძე მკითხველმა ელექტრონული ხმის მიცემის შედეგად გამოავლინა. ასევე წელს პირველად გამოვლინდა გამარჯვებული ავტორი ახალ ნომინაციაში „საუკეთესო ელექტრონული წიგნი". ამ ნომინაციაში ის წიგნები იყო წარდგენილი, რომლებიც ბეჭდური სახით არ გამოქვეყნებულა და მხოლოდ ელექტრონულ ფორმატშია ხელმისაწვდომი. სულ წლევანდელ ე.წ. 'შორთლისტში" 37 ფინალისტი იყო წარდგენილი. დაჯილდოების ცერემონია სპეციალურად „საბასთვის" შექმნილმა მუსიკალურმა პროგრამამ დაასრულა. (NS)
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)