|
2016-09-19 10:54:29, 1376 ნახვა
სამართალი
„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა“ პროექტის „გახდი სასამართლოს მეგობარი“ განხორციელება დაიწყო
„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა“ პროექტის „გახდი სასამართლოს მეგობარი“ განხორციელება დაიწყო. როგორც ცენტრში აცხადებენ, სასამართლოს მეგობრის ინსიტიტუტის დანერგვა განპირობებულია იმ პოზიტიური შედეგის მიღების სურვილით, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა. სასამართლოს მეგობარი არის დაინტერესებული პირი, რომელიც არ წარმოადგენს მხარეს სისხლის სამართლის კონკრეტულ საქმეში. იგი უფლებამოსილია, სასამართლოს საქმის არსებით განხილვამდე, 5 დღით ადრე წარუდგინოს საკუთარი მოსაზრება. ,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ მიერ წარმოდგენელი „გახდი სასამართლოს მეგობარი“ პროექტი შედგება სამი ეტაპისაგან:
პროექტის მიზანია სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის გაძლიერება - პოპულარიზება, მართლმსაჯულების პროცესში საზოგადოების ჩართულობისa და სასამართლოსადმი ნდობის ზრდა და ასევე საზოგადოებაში სასამართლო მეგობრის ინსტიტუტისადმი ინფორმაციულობის დონის ამაღლება. სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის არ არსებობის გამო ,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ პროექტის ფარგლებში ჩაატარებს კვლევა-გამოკითხვას, რომლის შემდგომაც შესწავლილ იქნება პროექტის დაწყებამდე და დასრულების შემდგომ სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის არსებული მდგომარეობა საქართველოში. გამოიკითხებიან სასამართლოს თანამშრომლები და სასამართლოს მეგობრის თემასთან დაკავშირებული სხვა საჯარო პირები, რათა ნათლად აისახოს არსებული მდგომარეობა და პროექტის გავლენა აღნიშნული მიმართულებით. „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრებს თბილისში არსებულ სხვადასხვა უნივერსიტეტებში ჩაატარებს. პროექტში მონაწილეობის მსურველემბა უნდა შეავსონ ელექტრონული აპრლიკაცია (აპლიკაციის ფორმა იხ. www.cci.ge-ზე). აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 31 ოქტომბერი. პროექტი დაფინანსებულია: ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ. პროექტის პარტნიორები არიან: თბილისის საქალაქო სასამართლო, ყოფილი მოსამართლე ზაზა მეიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მართლმსაჯულებისა გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი. მედია მხარდამჭერები არიან: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“, საინფორმაციო სააგენტო „ლიბერალი“ და ანალიტიკური/საინფორმაციო სააგენტო „მედია კლუბი“.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 597 79 73 11 - ლაშა გიორგაძე 577 05 61 17 - შოთა როსტომაშვილი E-mail: civilinvolvement@gmail.com
აპლიკაციის ფორმის ლინკი: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc90MozKi19js-fxOxeivlNk4lq5rashW2lnP_pi-jL1MPr6g/viewform
(NS)
ევროკავშირმა დაგმო ირანში რეპრესიები და სიკვდილით დასჯა
ტრამპი ევროპას - ჩვენ მხოლოდ უნდა ვთქვათ: „იცით რა? ჩვენ აღარ ვვაჭრობთ თქვენთან
კონგრესმა მიიღო კანონპროექტი ჯოჯოხეთური სანქციები“ რუსეთის წინააღმდეგ „ და დოკუმენტი ხელმოსაწერად ტრამპს გაუგზავნა
უკრაინელების მოკლული გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს ომობდა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)