|
2016-09-15 12:15:36, 1371 ნახვა
კომენტარი
ბიძინა ივანიშვილი: მთაში საპენსიო ასაკის დაწევა შეიძლება განიხილებოდეს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი GDS-ის ახალი სატელევიზიო პროექტის ფარგლებში, რეგიონულ შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად ის რაჭის მოსახლეობის შეკითხვებს პასუხობს. ერთ-ერთი შკითხვა მთის კანონსა და საპენსიო ასაკის დაწევას შეეხებოდა. ივანიშვილის თქმით, მთის კანონი დასახვეწია და მნიშვნელოვანია, რომ მთაში ხალხი დაბრუნდეს. ამასთან, ივანიშვილის განმარტებით, საპენსიო ასაკის დაწევაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, თუმცა, მისივე შეფასებით, მთელ საქართველოში საპენსიო ასაკის დაწევა, ალბათ, ვერ მოხდება, რადგან ეს ყველაფერი ბიუჯეტთანაა დაკავშირებული: "უახლოეს ისტორიაში ქვეყნის მართვის დიდი გამოცდილება არ გვაქვს და უნდა ვისწავლოთ ბიუჯეტის განკარგვა. როგორც ოჯახის ბიუჯეტია, ისევეა ქვეყნის ბიუჯეტი. როდესაც საპენსიო ასაკზეა საუბარი, კითხვა აბსოლუტურად კორექტულია და ამაზე უნდა იზრუნოს სახელმწოიფომ, რომ ეს ასაკი დაიწიოს. თუმცა, ევროპელები აწევისკენ არიან ძირითადად მიმართული. მთაში ხალხი უნდა დაბრუნდეს. მთაში საპენსიო ასაკის დაწევა შეიძლება განიხილებოდეს და ეს იქნება გაცილებით იოლი, ვიდრე მთელ საქართველოში, რადგან ეს ყველაფერი კავშირშია ბიუჯეტთან. ძალიან უნდა ვიაქტიუროთ ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში მედიამაც და მოსახლეობამაც",-აღნიშნა ივანიშვილმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)