|
2015-03-12 13:21:07, 540 ნახვა
პოლიტიკა
ბრაზილიამ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე შეთანხმებას ხელი მოაწერა
ბრაზილის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბრაზილიასა და საქართველოს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმის დამყარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ ბრაზილიამ და საქართველომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეღავათიან სავიზო რეჟიმი დაამყარეს. ტურისტული და ბიზნეს მიზნებით ბრაზილიაში მიმავალი საქართველოს მოქალაქეები 180 დღიან პერიოდში 90 დღის განმავლობაში უვიზოთ ყოფნას შეძლებენ. ანალოგიური რეჟიმი მოქმედებს ბრაზილიის მოქალაქეებისათვის საქართველოში. ბრაზილიის მხრიდან შეთანხმებას ხელი 2015 წლის 10 აპრილს მოეწერა. ბრაზილიას მსგავსი სავიზო რეჟიმი მსოფლიოს 81 ქვეყანასთან ააქვს. ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქართველომ და ბრაზილიამ ბოლო წლებში ორმხრივი ურთიერთობა საგრძნობლად გააღრმავეს. ორივე ქვეყანაში გაიხსნა საელჩოები, ვაჭრობა კი ბოლო 10 წლის განმავლობაში 228%-ით გაიზარდა. ბრაზილია მყარად უჭერს საქართველოს და მის პოზიციებს მხარს ყველა საერთაშორისო არენაზე, მათ შრის გაერთიანებული ერების უსაფრთხოების საბჭოზე. ბრაზილიაში საქართველოს ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა ოფიციალურად გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ბრაზილიურ მხარეს, მინისტრის მოადგილეს კარლო ალბერტო სიმას მაგალიაისს. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტები. აღინიშნა, რომ ხსენებული შეთანხმების გაფორმება წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს და მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელია როგორც სახელმწიფოთაშორისი პარტნიორობის, ისე ხალხთაშორისი ურთიერთობების თვალსაზრისით.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)