|
2015-03-12 12:38:13, 569 ნახვა
პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებების შედეგი არის ის, რომ სინათლე გვაქვს
აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებების შედეგი არი ის, რომ სინათლე გვაქვს, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა აფხაზეთში, ენგურჰესის საკითხზე, ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსების შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ყველაზე მდგრადი და ძველი ურთიერთობები აფხაზურ მხარესთან, სწორედ ენგურჰესთან არის დაკავშირებული. „პირველი კონტაქტი, რაც მოხდა მას შემდეგ, როცა საქართველოს ხელისუფლებას მოუწია აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება. 2013 წელს პირველ კონტაქტში მეც ვმონაწილოებდი და ეს მოხდა სწორედ ენგურჰესთან დაკავშირებით იმიტომ, რომ მაშინ, ქართველ ინჟინრებს მოუწიათ იქაურობის დატოვება, გაჩერდა ენგურჰესი და ეს ძალიან სერიოზული პრობლემა გახდა მაშინ. პირველ კონტაქტი შედგა ენგურჰესთან დაკავშირებით და ქართველი ინჟინრები დაუშვეს. მას შემდეგ 21 წელი გავიდა. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ რეგულარულად ხდება ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ენგურჰესთან დაკავშირებით შეხვედრები. ყველაზე მდგრადი კონტაქტები, სწორედ ენგურჰესთან დაკავშირებითაა აფხაზურ მხარესთან. ამ შეხვედრების შედეგი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს სინათლე, ენგურჰესი მუშაობს და ეკუთვნის საქართველოს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)