|
2016-09-13 19:46:42, 1438 ნახვა
სხვადასხვა
კანადელმა მკვლევარებმა არქტიკაში 170 წლის წინ გაუჩინარებული გემი აღმოაჩინეს (ვიდეო)
კანადის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ 170 წლის წინ გაუჩინარებული გემი Terror-ი აღმოაჩინა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, ხომალდი არქტიკულ ექსპედიციას ეკუთვნოდა, რომელსაც ინგლისელი სერ ჯონ ფრანკლინი ხელმძღვანელობდა. გემი ექსპედიციის დროს ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში დაიკარგა. როგორც The Guardian-ი წერს, ხომალდი კანადის ჩრდილოეთ სანაპიროსთან, მეფე უილიამის კუნძულის მახლობლად აღმოაჩინეს. ცნობისთვის, 1845 წელს ატლანტიკისა და წყნარ ოკეანეებს შორის საზღვაო გზის საძებნელად 128-კაციანი ექსპედიცია გაემგზავრა. ექსპედიციის წევრების გაუჩინარება არქტიკის კვლევის ისტორიაში ყველაზე დიდ ტრაგედიად ითვლება. გამოცემის ინფორმაციით, Terror-ი კარგად არის შენახული. სამძებრო ჯგუფმა ხომალდზე ვიდეო კადრები გადაიღო. ჩანაწერში საწერი მაგიდა ღია უჯრებით, სასადილო ოთახი, კონსერვის ქილა და რამდენიმე კაიუტა ჩანს. სეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ მკვლევარებმა კანადის სანაპიროსთან 11 მეტრის სიღრმეზე სერ ჯონ ფრანკლინის ექსპედიციის მეორე გემი “ერებუსი” აღმოაჩინეს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)