|
2015-03-11 20:01:52, 525 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: თვითმმართველობის კანონის ამოქმედების შემდეგ, პრაქტიკაში მთელი რიგი ხარვეზები გამოიკვეთა
"თვითმმართველობის კანონის ამოქმედების შემდეგ, პრაქტიკაში მთელი რიგი ხარვეზები გამოიკვეთა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუბერნატორებთან, მერებთან და გამგებლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, შესაბამის უწყებებს უკვე დაავალა, რომ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობა დაიწყოს. პრემიერის განმარტებით, საუბარია მთელი რიგი პროცედურების გამარტივებაზე, რათა გამგებლებმა მაქსიმალურად მოკლე დროში შეძლონ გადაწყვეტილების მიღება და პროცედურებზე და ბიუროკრატიებზე დამოკიდებული არ იყვნენ. "თვითმმართველობის კანონის ამოქმედების შემდეგ პრაქტიკაში მთელი რიგი ხარვეზები გამოიკვეთა.მათი თხოვნაც იყო და ამის თაობაზე უკვე დავავალე შესაბამის უწყებებს, რომ დაიწყოს მუშაობა კანონში შესატან ცვლილებებზე შეიძლება გავამარტივოთ მთელი პროცედურები, რომ გამგებლებმა მაქსიმალურად მოკლე ვადაში შეძლონ გადაწყვეტილების მიღება და არ იყვნენ დამოკიდებული პროცედურებზე და ბიუროკრატიებზე",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აქვე დასძინა, რომ გუბერნატორებთან, მერებთან და გამგებლებთან შეხვედრა ტრადიციული იქნება და ის ყოველ 2-3 თვეში ერთხელ გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)