|
2015-03-11 19:19:12, 675 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე: ჩემთვის უინტერესოა, ვინ რას მოიწვევს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომას ფორმალური უწოდა და განაცხადა, რომ მისთვის ის საინტერესო არ არის. პრემიერმა ეს განცხადება ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომლის თანახმადაც, მიიჩნევს თუ არა მიზანშეწონილად პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩატარებას. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მისთვის მთავარია, მეტი საქმე გაკეთდეს. "ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული ხალხზე, ადამიანზე. ეს დანარჩენი, ფორმალური მე ვიტყოდი, ეს ჩემთვის საინტერესო არ არის, ჩემთვის მთავარია, მეტი საქმე გავაკეთოთ, საქმეზე ვიფიქროთ და ხალზე და ჩვენს ქვეყანაზე ვიფიქროთ ყველამ ერთად რაღაც შოუ მასკარადების გარეშე.ვინც არის დაინტერესებული რომ საქმე გააკეთოს, ის ამ საქმეს გააკეთებს, ჩვენ ყოველთვის ღია ვართ, კომუნიკაცია გვაქვს ყველა უწყებასთან, არასდროს უარი არ გვითქვამს არავისთვის რაიმე სახის ინფორმაციის მიწოდებაზე. შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია, აბსოლუტურად უინტერესოა ვინ რას მოიწვევს, ვინ რას გააკეთებს , მთავარია ყველანი უნდა ვიყოთ ორიენტირებული- პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, ყველა მინისტრი, გამგებელი, მერი ადამიანებზე, ჩვენს მოქალაქეებზე, საქმეზე",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა პრეზიდენტის მოწვევით პარასკევს უნდა გაიმართოს.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)