04:00 - 16 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 14:41:24, 2081 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი: გამარჯვების შემთხვევაში, პუტინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მექნება

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან “ძალიან კარგი ურთიერთობები” ექნება, - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ვეტერანების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამერიკელმა მილიარდერმა აღნიშნა, რომ რუსეთში ვლადიმერ პუტინის რეიტინგი 82% შეადგენს.

“ვფიქრობ, რადგან მან მე ბრწყვინვალე მიწოდა, მე ამ კომპლიმენტს მივიღებ. ვფიქრობ, მასთან ურთიერთობების დალაგებას შევძლებ. რუსეთის სისტემის ფარგლებში ის ბევრად უკეთესი ლიდერი იყო, ვიდრე ჩვენი პრეზიდენტი”, - განაცხადა ტრამპმა.

დეკემბერში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ვლადიმერ პუტინმა განაცადა, რომ დონალდ ტრამპი “ბრწყინვალე და ნიჭიერი ადამიანია”.

პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა ასევე განაცხადა, რომ ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ერაყში ჯარების შეყვანას.

“გავიგე, ჰილარი კლინტონი ამბობდა, რომ მე ერაყის ომის წინააღმდეგი არ ვყოფილვარ. მე ერაყის ომის აბსოლუტურად წინააღმდეგი ვიყავი. მე ვამბობდი, რომ ის ახლო აღმოსავლეთში ვითარების სრულ დესტაბილიზაციას ახდენს”, - განაცხადა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ ინტერნეტ-პორტალ Buzzfeed-ის ჟურნალისტებმა ჯერ კიდევ თებერვალში გამოაქვეყნეს ჩანაწერი, სადაც ტრამპი ამბობს, რომ ერაყში ჯარის შეყვანას მხარს უჭერს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics