|
2015-03-11 15:55:51, 3117 ნახვა
სამხედრო
უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეებს სამხედრო პოლიციის ტრანსფორმაციის პროცესი გააცნეს
საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეებს სამხედრო პოლიციის ტრანსფორმაციის პროცესი გააცნეს. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლევან გაბუნიამ დიპლომატებს ქვედანაყოფის რეორგანიზაციის გეგმა წარუდგინა. ვიცე-პოლკოვნიკმა ლევან გაბუნიამ აღნიშნა, რომ ტრანსფორმაცია ნატოს მოთხოვნებთან თავსებადობის მიღწევას ისახავს მიზნად და ალიანსის წევრი ქვეყნების გამოცდილების გაზიარების საფუძველზე შემუშავდა. სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, საქართველოს შეიარაღებული ძალების სისტემის სტრუქტურასთან ინტეგრირებული და თავსებადი ქვედანაყოფი ჩამოყალიბდება. შეიქმნება ტაქტიკური ამოცანების შესრულებაზე ორიენტირებული სამხედრო პოლიციის ორი საბრძოლო ბატალიონი. ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანა საქართველოს შეიარაღებული ძალების წინაშე არსებული ამოცანების შესასრულებლად სრული სპექტრის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა, აგრეთვე ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნულ ბატალიონში ჩართულობა იქნება. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ქვედანაყოფებს სამართალდაცვით საქმიანობასთან ერთად, ახალ ფუნქციებად დაემატება მშვიდობის, კრიზისული მდგომარეობის და ომის დროს მანევრებისა და მობილურობის ოპერაციების, ასევე საბრძოლო მოქმედებების რაიონის უსაფრთხოებისა და ზურგის ოპერაციების განხორციელება და მხარდაჭერა. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპტიმიზაციის პროცესი შტატების შემცირებასა და პირადი შემადგენლობის სამსახურიდან გათავისუფლებას არ გულისხმობს. ბატალიონები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებულ მოთხოვნათა სრული დაცვით დაკომპლექტდება და ყველა მოქმედი სამხედრო პოლიციის მოსამსახურე, რომელიც დააკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, განაგრძობს სამხედრო პოლიციაში მსახურს. სამხედრო პოლიცია სამომავლოდ თანამშრომლების განათლების დონისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზეც იზრუნებს. მოგვიანებით, თავდაცვის ატაშეებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. უცხოელმა პარტნიორებმა სურვილი გამოთქვეს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს ტრანფორმაციის პროცესში ექსპერტული მხარდაჭერა გაუწიონ. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ. ცნობისთვის, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ტრანსფორმაციის პროცესი ეფუძნება ნატოს მიერ საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტით გათვალისწინებულ რეკომენდაციებსა და იმპლემენტაციის გეგმას; ითვალისწინებს აშშ-ის, გერმანიის, პოლონეთის, ლიტვის, ჩეხეთისა და სხვა ქვეყნების გამოცდილებას, ასევე, „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2013-2016“-ის რეკომენდაციებს, რაც სამხედრო პოლიციის ამოცანებისა და სტრუქტურის გადახედვასა და არსებული შესაძლებლობების გაანალიზებას გულისხმობს. პროცესის საფუძვლებს წარმოადგენს თავდაცვის დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის (PARP) შედეგად აღებული ვალდებულებები, ასევე, „საქართველოს თავდაცვის მინისტრის ხედვა 2015“. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის რეორგანიზაციის დაწყების შესახებ საუბარია „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2014 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის“ 55-ე პუნქტში.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)