|
2016-09-08 10:41:09, 1132 ნახვა
რეგიონი
ბათუმში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამედიცინო ფორუმი გაიხსნა
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამედიცინო ფორუმის მეშვიდე საერთაშორისო კონგრესი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან გორგილაძე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძე და რეგიონის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „თანამედროვე მედიცინა ძალიან დინამიურია, აქედან გამომდინარე აღნიშნული ტიპის კონგრესები ჩვენი სამედიცინო საზოგადოებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქ მონაწილეობას ღებულობს 150-მდე დელეგატი, მე ვფიქრობ, რომ თითოეული მონაწილისთვის ძალიან კარგი საშუალებაა სიახლეების გაცნობის, გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო პერსპექტივების მსჯელობის შესახებ, რაც შეიძლება დაინერგოს ჩვენს რეგიონში“, - აღნიშნა სოფიო ბაკურიძემ. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამედიცინო ფორუმის მეშვიდე საერთაშორისო კონგრესს ევროპის ქვეყნების 150-მდე დელეგატი სტუმრობს. კონგრესში ასევე მონაწილეობს სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოს ყველა რეგიონიდან. სამეცნიერო სესიები დღეს, სასტუმრო „ჰილტონში“ გაიხსნება და 10 სექტემბრამდე გაგარძელდება. ჩატარდება პლენალური სხდომები, საბჭოს სხდომა, საქმიანი შეხვედრები სახელმწიფო და პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, პრესკონფერენცია და სოციალურ-კულტურული ღონისძიებები. სხდომებს დაესწრებიან მსოფლიო ექიმთა ასოციაციის (WMA), სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამედიცინო ფორუმის (SEEMF), ევროპის ექიმთა მუდმივმოქმედი კომიტეტის (CPMA) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების (UEMS, AEMH, EMSA) ხელმძღვანელები და წარმომადგენლები. საქართველოს ექიმთა ასოციაცია არის საქართველოში ერთ–ერთი პირველი არასამთავრობო პროფესიული გაერთიანება, რომელიც დაფუძნდა 1989 წელს. 1995 წლიდან სეა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის ექიმთა ასოციაციების ფორუმის (WHO/EFMA), 2002 წლიდან მსოფლიო ექიმთა ასოციაციის (WMA), 2011 წლიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამედიცინო ფორუმის (SEEMF) და 2016 წლიდან ევროპის ექიმთა მუდმივმოქმედი კომიტეტის (CPMA) წევრია.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)