|
2015-03-11 15:07:46, 536 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ ხადური: მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთს ინფორმაციას გავუცვლით
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გუბერნატორებთან, ქალაქების მერებსა და მუნიციპალიტეტების გამგებლებთან ამ წუთებში იწყება. შეხვედრას ეკონომიკური გუნდის მინისტრებიც დაესწრებიან. როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მერებთან და გამგებლებთან შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ბიუჯეტის შესრულების კუთხით, ერთმანეთს ინფორმაციას გაუცვლიან. „დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ჩვენ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, მთავრობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გავუცვლით ერთმანეთს ინფორმაციას. ვნახავთ რა რეალობაა ადგილებზე. ბიუჯეტის შესრულების თვალსაზრისით, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით, დანარჩენი შეხვედრის დროს გამოჩნდება“,-განაცხადა ნოდარ ხადურმა.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)