|
2016-09-07 12:44:44, 1316 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე: უზრუნველვყოფთ სპეციალურ სივრცეს, სადაც საერთაშორისო მედია ცენტრი მოეწყობა
ჩვენ უზრუნველვყოფთ სპეციალურ სივრცეს, სადაც საერთაშორისო მედია ცენტრი მოეწყობა, - ამის შესახებ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის განცხადებით, მედია ცენტრის შენობას დღეს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ალექსანდრე ვერშბოუ გახსნის. „დღეს ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებული, ხარისხობრივად ძალიან მაღალი წინასაარჩევნო გარემო უზრუნველყავით, რითაც ძალიან ვამაყობთ. 3 თვე გავიდა უკვე რაც ოფიციალურად წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო და პროცესი მაღალ დემოკრატიულ სტანდარტში მიმდინარეობს“, - აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, მედია ცენტრის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკაა წინასაარჩევნო პერიოდში. „ეს საინფორმაციო ცენტრი, რომელიც გადაეცა ჩვენს საინფორმაციო ცენტრს, „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“, უმასპინძლებს საერთაშორისო მედია ცენტრს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში ვფიქრობთ, რომ შევთავაზოთ შესაბამისი მუდმივი საკომუნიკაციო სივრცე ჩვენს როგოროც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დამკვირვებლებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკაა, განსაკუტრებით საარჩევნო დღეს და ასევე რამდენიმე დღით ადრე. მათ უნდა ჰქონდეთ კარგი სივრცე, იმისთვის, რომ გამართონ ბრიფინგები, ჰქონდეთ შეხვედრები მედიასთან. მედიის წარმომადგენლებისთვის და დამკვირვებლებისთვის ჩვენ უზრუნველყობთ ერთიან სივრცეს“, - განაცხადა ბაქრაძემ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)