|
2015-03-11 12:43:02, 489 ნახვა
პოლიტიკა
ზაქარია ქუცნაშვილს ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან რამდენიმე შეკითხვა ექნება
ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრ ზაქარია ქუცნაშვილს ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან საკომიტეტო მოსმენისას რამდენიმე შეკითხვა აქვს. დეპუტატს აინტერესებს, შეიძლებოდა თუ არა ლარის დევალვაციასთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზება და წინასწარ შემარბილებელი ზომების მიღება. „ბუნებრივია საზოგადოებრივი ინტერესი ამ მოსმენის მაღალია. ის, რომ ლარის დევალვაცია არის მათ შორის დიდწილად რეგიონალური და გლობალური ეკონომიკური პროცესების შედეგი, ეს უკვე აღიარებულია საექსპერტო საზოგადოებაში. ჩემთვის აქტუალურია ორი შეკითხვა, შეიძლებოდა თუ არა ამ პროცესების პროგნოზირება და შეიძლებოდა თუ არა წინსწრებით შემარბილებელი ზოების მიღება. ამ ორ შეკითხვაზე პასუხი წარმოშობს შემდეგ შეკითხვაზე, რომელი სახელმწიფო ორგანო არის პასუხისმგებელი ამ შემარბილებელი ღონისძიებების დროულ გატარებაზე“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. რაც შეეხება რიგგარეშე სხდომაზე მისვლის საკითხს, ქუცნაშვილის განცხადებით, ის რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. „რიგგარეშე სხდომაზე ჩემს გარდა მე მგონი, არავინ დადის. მე, მანანა კობახიძე, დიმიტრი ხუნდაძე, დათო ლორთქიფანიძე დავდივართ, ამიტომ აღარ ვაპირებ ამ ჩემს პატივცემულ კოლეგებთან ერთად უმცირესობაში ყოფნას“, - განაცხადა ქუცნაშვილმა. შეგახსენებთ, ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკუ ვითარებასთან დაკავშირებით, ეკონომიკური გუნდის მინისტრების საკომიტეტო მოსმენა ხუთშაბათს, პრეზიდენტის მოწვევით რიგგარეშე სხდომა კი პარასკევს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)