15:51 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 15:45:10, 1751 ნახვა

მსოფლიო
Reuters: პარიზის პროკურატურა ნიკოლა სარკოზის გასამართლებას ითხოვს

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების სავარაუდო დარღვევისთვის სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს, - ამის შესახებ სააგენტო Reuters პარიზის პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალებსი ინფორმაციით, თუ გამოძიება პროკურატურის მოთხოვნას გაითვალისწინებს, სასამართლომ შესაძლოა ნიკოლა სარკოზის 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწლეობაში ხელი შეუშალოს.

Reuters-ის ცნობით, საუბარია PR-სააგენტოს Pygmalion-ის საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე. აღნიშნული სააგენტო სარკოზის 2012 წლის საპრეზიდენტო კამპანიის საინფორმაციო მომსახურებას უზრუნველყოფდა.

გამოძიების მონაცემებით, კამპანიის დაფინანსება ყალბი ანგარიშების გამოყენებით იმისათვის ხდებოდა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის კამპანიის რეალური ბიუჯეტი დაემალათ. შეგახსენებთ, რომ ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics