|
2015-03-11 11:09:59, 552 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დასწრებას არ აპირებს
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის და ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადებით, ის „დადგმულ შოუში“ მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, - ამის შესახებ კალაძემ პარლამენტში ჩანიშნულ რიგგარეშე სხდომასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. „მე არ ვიცი მთავრობას, ზოგადად სხვა მინისტრებს რა გადაწყვეტილება აქვთ მიღებული. მე პირადად დადგმულ შოუში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2015 წლის 13 მარტის 12 საათიდან დაინიშნა. განკარგულების მიხედვით პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი საკითხია : ეროვნული ვალუტის-ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)