10:47 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 13:41:35, 691 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: "რესპუბლიკური პარტია" სახელმწიფოებრივად მოაზროვნე არაა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "რესპუბლიკური პარტიის" პლუსი არის მხოლოდ ის, რომ ასაკიანი პარტიაა და წესებს იცავენ.

ამის შესახებ ივანიშვილმა GDS-ის  ახალ გადაცემაში განაცხადა,  სადაც სტუმრის სტატუსით მონაწილეობს და გურიის  რეგიონის  მედიის შეკითხვებს პასუხობს.

თუმცა, ივანიშვილის თქმით, "რესპუბლიკური პარტია" სახელმწიფოებრივად მოაზროვნე არაა: "მემგონი, მშვენივრად აფასებენ "რესბუბლიკურ პარტიას".

„რესპუბლიკური პარტიის" პლიუსი არის ის, რომ ძველი პარტიაა, თანმიმდევრულობით გამოირჩევა, იცავენ ელემენტარულ წესებს,  რაც აუცილებელია პოლიტიკური პარტიის არსებობისთვის. ძალიან უყვართ პროცედურული დემოკრატია და ა.შ. ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს რესპუბლიკურ პარტიას.1%  არ იკითხება დღეს გამოკითხვებში. სწორად აფასებს საზოგადოება "რესბუბლიკური პარტიის" რეიტინგს. მათთვის სახელწმიფო იწყება იქ, სადაც იწყება „რესპუბლიკური პარტია“ და სრულდება იქ, სადაც მთავრდება რესპუბლკური პარტია. მათ არ აქვთ არავითარი რესურსი იმისა, რომ საერთო სახალხო საქმეზე, სახელმწიფოზე იფიქრონ",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics