|
2016-09-05 12:33:50, 1368 ნახვა
კომენტარი
ბიძინა ივანიშვილი: პოლიტიკური ისტებლიშმენტი ისეთივე ღარიბია, როგორიც ჩვენი ეკონომიკა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დღეს არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ ყავს. თუმცა, ყოფილი პრემიერის თქმით, არიან პარტიები, რომელთაც კონკრეტული ამომრჩეველი და რეიტინგი გააჩნიათ. „დღეს „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს. არჩევანი პოლიტიკურ პარტიებს შორის ისეთია, როგორიც არის. სულ გვგონია და შეიძლება, ხუმრობით მეც მითქვამს, რომ საქართველოში იმდენი პოლიტიკოსია მსოფლიოს რამდენიმე პრეზიდენტს ვაჩუქებდით და პოლიტიკაში მაგრები ვართ. არ არის ესე. ეკონომიკა, პოლიტიკა, მედია, ეს ყველაფერი ერთი საზოგადოების შემადგენელი ნაწილია, ყველაფერი თანხვედრაშია. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ინსტებლიშმენტი ისეთივე ღარიბია, როგორიცაა დღეს ჩვენი ეკონომიკა. პოლიტიკოსების აღზრდას დრო უნდა. ამას უნდა კარგი გამოყვანა, კარგი სელექცია, კარგი დაკვირვება და ა.შ. მე არ ვიტყოდი, რომ დღეს თეთრსა და შავს შორის უნდა გაკეთდეს არჩევანი. არსებობენ პარტიები და მათ აქვთ კონკრეტული რეიტინგი. დღეს ჩვენ კიდევ ბევრი უდნა ვისაუბროთ და განვუმარტოთ საზოგადოებას თუ ვისზე შეაჩერონ არჩევანი“, - განაცხადა ივანიშვილმა. ამის შესახებ ივანიშვილმა GDS-ის ახალ გადაცემაში განაცხადა, სადაც სტუმრის სტატუსით მონაწილეობს და გურიის რეგიონის მედიის შეკითხვებს პასუხობს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)