|
2015-03-10 17:06:53, 451 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის სხდომა გაიმართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, სხდომაზე 10 საკითხი იქნა განხილული. მთავრობის გადაწყვეტილებით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დღეიდან მირანდა ჩარკვიანი უხელმძღვანელებს. მირანდა ჩარკვიანი 8 წლის განმავლობაში არასამთავრობო სექტორში მოღვაწეობდა. აქვს ასევე კომერციულ და საჯარო სამსახურებში მუშაობის გამოცდილება. 2013 წლიდან ჩართულია რეგიონის კულტურული პოლიტიკის საკითხებში და ახორციელებს სხვადასხვა სამოქალაქო პროექტს. 2007 წლიდან აქტიურად მუშაობდა კულტურული მემკვიდრეობის თემებზე. აჭარის ა/რ მთავრობის გადაწყვეტილებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უფლებამოსილი იქნება შესაბამისი გარემოებების არსებობისას, მის სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და არასამეწარმეო იურიდიულ პირებს საქართველოს კანონმდებლობის, აჭარის ა/რ კანონმდებლობისა და სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში, მისცეს წერილობითი გაფრთხილება. ასევე, ვადამდე შეუწყვიტოს ა(ა)იპ-ის და სსიპ-ის ხელმძღვანელს უფლებამოსილება, ხოლო მთავრობის წინაშე დასვას სსიპ-ის ხელმძღვანელის უფლებამოსილების საკითხი, რომლის ხელმძღვანელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მთავრობა. მთავრობის გადაწყვეტილებით, შშმ პირთა საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნაცვლად აჭარის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი უხელმძღვანელებს. დღესვე აჭარის ა/რ მთავრობის გადაწყვეტილებით, საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ი/მ ბესარიონ მანელიშვილი გათავისუფლდა 42371,44 ლარი ჯარიმისგან, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დროულად შეუსრულებლობის გამო დაეკისრა. ი/მ მანელიშვილს ციტრუსის დამხარისხებელი საწარმოს ამოქმედებისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით სოფელ ბობოყვათში გადაეცა ქონება და დაეკისრა ვალდებულებები, რომელთა შორისაა 10 ტ/სთ წარმადობის ციტრუსის დამხარისხებელი საწარმოს ამოქმედება; საწარმოში სეზონურად არანაკლებ 20 მოქალაქის დასაქმება; არანაკლებ 20 წლის ვადით საწარმოს ამოქმედებიდან შეინარჩუნოს საწარმოს პროფილი და დასაქმებულთა რაოდენობა. გარდა ამისა, მთავრობის სხდომაზე განიხილეს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სარგებლობაში გადასაცემი ანგისის დასახლებაში მდებარე ქონების შეძენის მიზნით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის 1 000 000 აშშ დოლარის და 2 263 500 ლარის გამოყოფის საკითხი. მთავრობის გადაწყვეტილებით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი-აჭარის განათლების ფონდი, 2015 წლის ფინანსური გეგმით კადრების მომზადება-გადამზადებასთან,კვალიფიკაციის ამაღლებასა და სტაჟირებასთან დაკავშირებული ხარჯებით გათვალისწინებული 159 765 ლარის ასიგნებათა ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელებს. სსიპ - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და აჭარის განათლების ფონდს მიეცა უფლება სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)