|
2016-09-01 13:48:59, 1487 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი იპოთეკარების პრობლემაზე: თანაგრძნობის მეტი გამოსავალი ჩვენ ვერ ვნახეთ
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის ყველა იპოთეკარს არ დაპირებია, რომ კრედიტებს მისცემდა და სესხებს გაუგრძელებდა. ამის შესახებ ივანიშვილმა GDS-ის ახალ გადაცემაში განაცხადა, სადაც სტუმრის სტატუსით მონაწილეობს და აჭარის რეგიონის მედიის შეკითხვებს პასუხობს. ივანიშვილის თქმით, მთავრობა იპოთეკარების პრობლემაზე, რომელიც მასშტაბურია, მუშაობს, თუმცა გამოსავალი ჯერჯერობით ვერ მოიძებნა: "ვერ დაგეთანხმებით, რომ იპოთეკარებს დავპირდი, რომ დავუბალანსებდი, კრედიტებს მივცემდი და გავუგრძელდებდი, ეს ასე არ ყოფილა, ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, არ არის მხოლოდ აჭარის პრობლემა, მთელი საქართველოს პრობლემაა. ხაბაძე ამ მხრივ იყო გამორჩეული და მხარს ვუჭერდი ხაბაძეს. სადაც მოხერხდა და ვისაც ჰქონდა გადახდისუნარიანობა, გაგრძელებაზე ბევრი იმუშავა და ნაწილს გაუგრძელა და ხაბაძე ამ ნაწილში უნდა შევაქოთ. მაგრამ ძალიან ბევრი გავაკეთეთ-მეთქი ვერ დავიტრაბახებთ. საერთოდ ეს იპოთეკური პრობლემა არის მთელი საქართველოს დიდი პრობლემა და ძალიან ბევრი იპოთეკარი იმიტომაა ასეთ დღეში, რომ თავის დროზე მძიმე ოპერაციის დასაფინანსებლად სახლი ჩადო. ჯანდაცვის სისტემაში საოცრება მოხდა და ძირითადი რესურსები, რაც ჰქონდა ბიუჯეტს, სწორედ აქთ მიემართა. თანაგრძნობის მეტი გამოსავალი ჩვენ სამწუხაროდ ვერ ვნახეთ, მეორე მხარეს ბანკები დგანან, ახალი მთავრობაც გააგრძელებს ამ თემაზე მუშაობს,თუ რამე განოსავალი ნახეს. ის, რომ მე ყველას დავპირდი, კრედირებს მივცდემი და ყველას გავუგრძელედებდი, მსგავსი არ ყოფილა",-განაცხადა ივანიშვილმა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)