|
2016-08-30 16:54:45, 2025 ნახვა
სპორტი
სოზარ სუბარი: როდესაც საქმე ადამიანის თვითმმკლელობამდე მიყვანას ეხება, ძნელია მტკიცებულელების უცებ შეგროვება
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დემურ სტურუას თვითმკლელობის ფაქტს „ტვ პირველის“ ეთერში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ პროკურატურა ეჭვმიტანილს ვადაზე ადრე წარუდგენდა ბრალს, მაშინ საკმარისი მტკიცებულებების არ არსებობის გამო სასამართლო ეჭვმიტანილს დარბაზიდანვე გაათავისუფლებდა და მას არც მიმალვა დასჭირდებოდა. „ძნელია დემურ სტურუა თვითმკვლელობასთან დაკავშირებით გულგრილად საუბარი. როგორც საქართველოს მთავრობის წევრი პირობას გაძლევთ, რომ დამნაშავე პასუხს აგებს. ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც ბრალის წარდგენაზე ვსაუბრობთ - როდესაც საქმე ადამიანის თვითმმკლელობამდე მიყვანას ეხება, ძნელია მტკიცებულელების უცებ შეგროვება. პროკურატუას რომ ეს ბრალი ვადაზე ადრე წარედგინა, შეიძლება სასამართლოს, რომელიც დღეს აბსოლუტურად დამოუკიდებელია, ეთქვა, რომ არ არის მტკიცებულებების საკმარისი რაოდენობა და ეჭვმიტანილს დარბაზიდანვე გაათავისუფლებდა და თუ ეს პოლიციელი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდებოდა, მას დამალვაც არ დასჭირდებოდა. სწორედ ამ მოცემულობით უნდა ხელმძვანელობდეს სახალხო დამცველიც და არასამთავრობო ორგანიზაციებიც. სუბარის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისისტრის პრეროგატივა არ არის, რომ საჯაროდ გამოსულიყო და ადამიანის უფლებისდამრღვევი განცხადებები გაეკეთებინა. „ არ მგონია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გამოსულიყო და უფლებისდამრღვევი განცხადება უნდა გაეკეთებინა, რომ ჩვენ უსასტიკესად დავსჯით დამნაშავეს და ა.შ. ეს მისი პრეროგატივა არ არის. არავინ არავის ხელს რომ არ აფარებს გამოჩნდა იქიდანაც, რომ პროკურატურამ არა მხოლოდ ბრალი წარუდგინა პოლიციელს, არამედ უწყებამ საქმის ყველა დეტალი გამოავლინა. ხელის დაფარების სურვილის შემთხვევაში, პროკურატურა იტყოდა, რომ არანაირი ბრალეულობა არ გამოიკვეთა. სისტემურ დანაშაულზე ამ შემთხვევაში აბსურდია. ამერიკაში თვე არ გავა, რომ პოლიციელის მხრიდან საეჭვო გასროლა არ მოხდა. ამას უნდა მოყვეს ადეკვატური რეაქცია“, - განაცხადა სუბარმა. შეგახსებთ, რომ სახალხო დამცველის განცხადებით, დემურ სტურუას თვითმკლელობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჩნდება, ხომ არ აფარებს ვინმე ხელს კონკრეტულად სავარაუდო დამნაშავეს დემურ სტურუამ 7 აგვისტოს სამტრედიის რაიონში, სოფელ დაფნარში თავი ჩამოიხრჩო. მის მიერ დატოვებული წერილის თანახმად, ეს პოლიციელ გოდერძი თევზაძის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის გამო გააკეთა.
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)