02:28 - 16 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-27 11:26:08, 1889 ნახვა

მსოფლიო
იტალიაში დღეს ეროვნული გლოვის დღეა

იტალიაში 27 აგვისტო ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური სააგენტო Ansa ავრცელებს.

მედია საშუალებსი ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა დაკრძალვის ცერემონია დღეს გაიმართება. 

ქვეყნის მასშტაბით, ყველა საჯარო დაწესებულების შენობაზე სახელმწიფო დროშას დაუშვებენ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 267 ადამიანი დაიღუპა, 400-მდე კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ათობით ადამიანი ამ დრომდე ნაპოვნი არაა. 

6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა იტალიაში ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 03:36 საათზე მოხდა. ყველაზე მეტად ქალაქი ამატრიჩე დაზარალდა, სადაც შენობების ¾ ნანგრევებად იქცა. 

ამასთან, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics