|
2015-03-10 09:39:36, 578 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებთან - დემიან ბრიკკოსთან და ქეითი ქენინგთან შეხვედრა გამართა. შსს–ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროს შორის არსებული თანამშრომლობის სფეროები, მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების, გამოძიების ფედერალური ბიუროს შემდგომი მხარდაჭერის და გამოცდილების ურთიერთგაზიარების მნიშვნელობა. საუბარი შეეხო სტრატეგიული პარტნიორების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და სასწავლო ვიზიტებს ტრანსსასაზღვრო დანაშაულის, ტერორიზმის, კიბერდანაშაულისა და კიბერტერორიზმის, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი მიმართულებების კუთხით. დასასრულს, მხარეებმა ხაზი გაუსვეს სამომავლო თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის აუცილებლობას და ნაყოფიერ და წარმატებულ შედეგებზე ორიენტირებული ერთობლივი პროექტების განხორციელების საჭიროებას.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)