|
2016-08-25 16:18:54, 1109 ნახვა
რეგიონი
წილკნის მოსახლეობას ნალექიან ამინდში გადაადგილების პრობლემა აღარ ექნება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში იმყოფებოდნენ, სადაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი 1300-მდე ოჯახი ცხოვრობს. აღნიშნულ სოფელში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთითშიდა საუბნო ქუჩების მოხრეშვითი სამუშაოები ჩატარდა. სოზარ სუბარი და ილია დარჩიაშვილი შესრულებულ სამუშაოებს გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ. წილკანში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობით მჭიდროდ დასახლებულპუნქტიში, წვიმის დროს, გზების სავალი ნაწილი და მიმდებარე ტერიტორიები მთლიანად იტბორებოდა. რის გამოც შეუძლებელი ხდებოდა როგორც ფეხით, ასევე ავტომობილით გადაადგილება. სიტუაცია იმდენად მძიმე იყო, რომ დანიშნულების ადგილზე მისვლას სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო სამსახურის მანქანებიც კი ვერ ახერხებდნენ. ამ ეტაპზე სირთულეები აღმოფხვრილია. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2, 5-კმ სიგრძის გზას, რომელიც ექვს ქუჩას მოიცავს. გზის პარალელურად გაკეთდა სანიაღვრე ქსელი. პროექტის ღირებულება 160 000 ლარია. სამშენებლო სამუშაოები ობიექტზე 2016 წლის ივლისში დაიწყო და ერთ თვეში დასრულდა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)