|
2016-08-23 16:22:48, 1227 ნახვა
სამართალი
ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულ გურამ როგავას 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და რომან როგავა განზრახ მკვლელობაში და პირადი დოკუმენტის გატაცებაში დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 108 და 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით. "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2015 წლის 18 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ.ზუგდიდან სოფელ ახალსოფლის მიმართულებით ტაქსით მოძრაობისას რომან როგავამ გადაწყვიტა დაუფლებოდა ტაქსის მძღოლ სოსო ეხვაიას კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას და მის კუთვნილ ნივთებს. დანაშაულის ჩადენის მიზნით რომან როგავამ სოსო ეხვაიას, ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი „ფოლკსვაგენ პასატის" ავტომანქანით თავი მიაყვანინა სოფელ ახალსოფლის კოლხიდის უბანში, ცენტრალური გზიდან მოშორებულ, მოფარებულ და დაუსახლებელ ადგილზე და მოკვლის მიზნით ქვისა და ჩაქუჩის გამოყენებით თავს დაესხა. მიუხედავად სოსო ეხვაიას წინააღმდეგობისა, რომან როგავამ მას კეფის, შუბლის, სახისა და სხეულის სხვა მიდამოებში სხეულის მრავლობითი, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. სოსო ეხვაია მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ რომან როგავამ ავტომანქანის გატაცება სცადა, თუმცა გასაღები ვერ იპოვა, რის შემდეგ დააზიანა ავტომობილის საჭის მოპირკეთების ქვედა პანელი, და შეეცადა მანქანის დაქოქვას. მიუხედავად ამისა რომან როგავამ ვერ შეძლო დაუფლებოდა ავტომანქანას, რის შემდეგაც მოიპარა სოსო ეხვაიას ფულად თანხა - 10 ლარის ოდენობით, ნოკიას მოდელის მობილური ტელეფონი, სოსო ეხვაიას სახელზე გაცემული მართვის და ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა რომან როგავა 2015 წლის 25 დეკემბერს ქ. ზუგდიდში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ"ქვეპუნქტით - განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „დ" ქვეპუნქტებით - ქურდობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რასაც შესაძლოა გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი და 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით -მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება წარედგინა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ რომან როგავა დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და რომან როგავას საბოლოოდ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ამავე განაჩენით რომან როგავა გამართლდა 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ" ქეპუნქტით; 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „დ" ქვეპუნქტებით. განაჩენის სამოტივაციო ნაწილის მიღების შემდეგ, ბრალდების მხარე სასამართლოს განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრების საკითხზე იმსჯელებს",-ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინელების მოკლული გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს ომობდა
იემენელი ჰუსიტები მუსლიმებისთვის წმინდა ქალაქს მექას დაესხნენ თავს
SOLO-ს განსაკუთრებული შეთავაზება ისთ ფოინთის დაბადების დღეს SOLO VISA ბარათის მფლობელებს
ახალი შეთავაზება TBC-ის პლატფორმაზე - დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)