00:36 - 16 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-22 12:09:45, 1948 ნახვა

მსოფლიო
გერმანიამ არალეგალი მიგრანტების შესაკავებლად შვეიცარიასთან საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა

გერმანია შვეიცარიასთან საზღვარზე კონტროლს ამკაცრებს. აღნიშნული გადაწყვეტილება გერმანიის ხელისუფლებამ არალეგალი მიგრანტების ნაკადის შესაკავებლად მიიღო, - ამის შესაქხებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება წერს, სასაზღვრო ზომების გაძლიერების შესახებ შვეიცარიის ფინანსთა მინისტრმა ული მაუერმა განაცხადა.

მაუერის თქმით, გერმანიამ ყველა მიგრანტის მიღება შეწყვიტა.  როგორც შვეიცარიის ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, გერმანიის ხელისუფლებამ სამხრეთ საზღვარის დასაცავად დამატებით 90 მესაზღვრე და 40 სამართალდამცველი განათავსა.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე დაადასტურა, რომ საზღავრზე მესაზღვრეების რაოდენობა გაზარდა.

გერმანული გამოცემა NZZ am Sonntag-ის მონაცემებით, 2016 წლის დასაწყისიდან გერმანიაში შვეიცარიიდან ჩასული 3385 არალეგალი მიგრანტი დააკავეს, რაც წინა წელთან შედარებით 40% მეტია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics