|
2016-08-05 14:31:04, 859 ნახვა
სამხედრო
იზორია: თქვენთან ერთად ვდებ ფიცს, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს
დღეიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 270 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულთა ფიცის დადების ცერემონია ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ბაზა „ალგეთზე“ გაიმართა. უწყების ინფორმაციით, რეკრუტებს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიულოცა. „თქვენთან ერთად ვდებ ფიცს, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას და ხალხს. სიმბოლურია, რომ დღეს ფიცის მიღების ცერემონიის ფარგლებში, როგორც მინისტრი, სწორედ თქვენ გხვდებით. ეს ძალიან დიდი პატივია და ქვეყნისთვის ჩემთვისაც ფიცის დადების ცერემონიაა. ასევე, მინდა, უდიდესი პატივისცემა გამოვხატო თქვენი მშობლების და ოჯახების მიმართ - ღირსეული მშობლების შვილები და ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები ხართ, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით“, - მიმართა ლევან იზორიამ რეკრუტებს და ქვეყნის სამსახურის სათანადოდ შესრულებაში მაქსიმალურ მხარდაჭერას დაპირდა. ამასთან, ცერემონიის მონაწილეებს სიტყვით გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემაც მიმართა. მან სამხედროებს კარიერული წინსვლა უსურვა და ქართულ ჯარში სამსახურის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულთა ფიცის დადების ცერემონია ბაზა „ალგეთზე“ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. პირადმა შემადგენლობამ და სტუმრებმა წუთიერი დუმილით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს. პირადი შემადგენლობა შეიარაღებული ძალების კაპელანმა, დეკანოზმა ალექსანდრემ დალოცა. ღონისძიების ფარგლებში, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საუკეთესო და ფიზიკურად ყველაზე გამძლე კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა. საპატიო სიგელები მიიღეს ცეცხლსასროლი იარაღით სროლაში საუკეთესო მსროლელებმა და კურსის საუკეთესო სერჟანტმა. საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსი ათი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. რეკრუტებმა საჯარისო წესდებები, კავშირგაბმულობა და სამხედრო ტოპოგრაფია შეისწავლეს. ასევე, სამწყობრო, ტაქტიკური, საცეცხლე, სამხედრო სამედიცინო, ფიზიკური და სამხედრო საინჟინრო მომზადება გაიარეს. უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის შექმნის ისტორია 2002 წელს იწყება, როცა ამერიკელი ინსტრუქტრებით დაკომპლექტებული საქართველოს წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა დაიწყო. საბრძოლო მომზადების (BCT) ცენტრი 2011 წელს საწყისი ჩამოყალიბდა. გასულ წელს საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული უფროსი სერჟანტის ზაზა ფერაძის სახელი მიენიჭა.
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)