|
2016-08-03 16:30:26, 1360 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე შშმ პირთა ცენტრს ეწვია
აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ნუგზარ სურმანიძესთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფიო ბაკურიძე გაეცნო დაწესებულების საქმიანობას, მოინახულა ცენტრის ბენეფიციარები და დაინტერესდა მათი საჭიროებებით. შეხვედრის დასრულების შემდეგ სოფიო ბაკურიძემ სარეაბილიტაციო ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოთქვა. „მოხარული ვარ, რომ დღის გარკვეული პერიოდი ამ ცენტრში და მის უნიჭიერეს ბენეფიციარებთან ერთად გავატარე. სასიამოვნოდ გაოცებული ვარ ბავშვების მონდომებითა და შესაძლებლობებით. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მათმა ნამუშევრებმა და ცენტრში ამ ადამიანებისათვის შექმნილმა გარემომ მოახდინა. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ მოვახდინოთ ყველა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის საზოგადოებაში ინტეგრირება, განსაკუთრებით კი მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების. ჩვენ ამისათვის არ დავიშურებთ ძალისხმევას და ერთობლივი შრომით შედეგს აუცილებლად მივაღწევთ“, - აღნიშნა სოფიო ბაკურიძემ. შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრს „თანა“ სრული რეკონსტრუქცია 2013-2014 წწ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მხარდაჭერით ჩაუტრდა. დღის ცენტრში შექმნილია შშმ პირთათვის საჭირო ადაპტირებული გარემო, დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარით, მათ შორის რეაბილიტაციისათვის საჭირო საშუალებებით. ცენტრში 150-ზე მეტი შშმ პირი, საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროების პროგრამების ფარგლებში ღებულობს სამედიცინო, სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო მომსახურებას. ცენტრში ასევე ფუნქციონირებს მარტოხელა დედების თავშესაფარი, ამჟამად აქ 22 ბენეფიციარი იმყოფება. მათი ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯებს პროგრამის ფარგლებში აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ფარავს.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)