|
2015-03-06 19:00:17, 8014 ნახვა
კულტურა
კინოთეატრ „ამირანში“ოსკაროსანი ფილმის “ამერიკელი სნაიპერის” პრემიერა გაიმართება
კლინტ ისთვუდის ოსკაროსანი ფილმის “ამერიკელი სნაიპერის” პრემიერა დღეს, კინოთეატრ “ამირანში” გაიმართება. ფილმში მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი ბრედლი კუპერი ასრულებს. “ამერიკელი სნაიპერი” 2015 წლის ყველაზე სკანდალური ამერიკული ფილმია და მისმა შემოსავალმა ამერიკულ კინოგაქირავებაში 90 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს არის რეალურ ამბავზე დაფუძნებული, ბიოგრაფიული დრამა ამერიკის ისტორიაში ყველაზე ლეტალური სნაიპერის კრის კაილის შესახებ, რომელმაც ოფიციალური მონაცემებით სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას 160 ადამიანი მოკლა. ის თავდაპირველად საკუთარი სამშობლოსა და მეგობრების დამცველი იყო, მაგრამ ომის სისასტიკემ ნამდვილ მტაცებლად აქცია. კრის კაილი 4 - ჯერ იყო ერაყში და მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში. ამერიკელი სნაიპერი ომს რამდენჯერმე გადაურჩა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ტყვიამ იმსხვერპლა. ის და მისი მეგობარი ფილმის გადაღებების დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე დ 25 წლის ომის ვეტერანმა ედი რეი რუთმა, გამოასალმა სიცოცხლეს, რომელსაც კაილი ომის შედეგად მიღებული ტრამვების მოშუშებაში ეხმარებოდა. მოტივი რის გამო მოკლა კრის კაილი რუთმა დღემდე უცნობია, მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, გასაჩივრების უფლების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკულ საზოგადოებაში არ წყდება კამათი იმის შესახებ, კრის კაილი იყო, თუ არა გმირი, რეჟისორმა ფილმში მისი პერსონაჟი მაყურებელს გააცნო და წარუდგინა,როგორც ამერიკის გმირი. ფილმი ამერიკის უმაღლესი კინოაკადემიის დაჯილდოებაზე 6 ნომინაციაში იყო წარდგენილი და 1 ოსკარიც მოიპოვა. დღეიდან მის შეფასებას ქართველი მაყურებელი კინოთეატრ “ამირანში” შეძლებს.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)