|
2016-08-02 18:35:35, 2799 ნახვა
Lifestyle
მანანა კობახიძე: ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს
კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით რეფერენდუმი უნდა გაიმართოს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. კობახიძე სექსუალურ უმცირესობათა ქორწინების უფლების შეზღუდვას არ ეთანხმება, თუმცა მიიჩნევს, რომ როდესაც 200 000 ხელმოწერით გამყარებული მოთხოვნა არსებობს, ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება აუცილებელია „ცესკომ პრეზიდენტს რეფერენდუმის დანიშვნის თაობაზე მიმართაო... ჯერ კიდევ საპარლამენტო უმრავლესობის (რესპუბლიკელების გარდა) სურვილიც და ძალისხმევაც იყო ის, რომ კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება, სწორედ პარლამენტს განეხორციელებინა. ბოლომდე მართალი რომ ვიყო, ვიტყვი, რომ ამ საქმეში თავისუფალი დემოკრატებიც ჩვენთან იყვნენ, სამწუხაროდ, პარლამენტმა ეს ვერ მოახერხა( კვორუმის არარსებობის გამო) თუმცა სახალხო განხილვებზე ყველგან ჩვენ მოვისმინეთ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დადებითი განწყობა რეფერენდუმისადმი, ამიტომ, როდესაც ეს მოთხოვნა უკვე 200 000 ხელმოწერითაა გამყარებული, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვინაა ამის ინიციატორი თუ ავტორი, ეს არის საზოგადოების ლეგიტიმური მოთხოვნა და რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს! ამის საჭიროებაში კიდევ უფრო დამარწმუნა იმ ათეულობით მომართვამ, წერილმა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მივიღე, როგორც ვიცე-სპიკერმა, იმ მოთხოვნით, რომ უკან გავითხოვოთ კონსტიტუციური კანონპროექტი და არ დავუშვათ სექსუალურ უმცირესობათა ქორწინების უფლების შეზღუდვა ამ ცვლილებით( რასაც, რა თქმა უნდა არ ვიზიარებ) როგორც ჩანს, საქართველოს კონსტიტუცია უდავოდ საჭიროებს ქორწინების დეფინიციის უფრო დაკონკრეტებას და სიტყვასიტყვით მითითებას ქალისა და მამაკაცის კავშირზე, რათა აშკარაა რისკი სამომავლოდ ბევრად უფრო ფართო ინტერპრეტაციებისა და შინაარსის იმგვარად წაკითხვის, როგორც არასოდეს უფიქრიათ და უგულისხმიათ კონსტიტუციის ავტორებს, თუ მაშინდელ კანონმდებლებს“, - წერს კობახიძე.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)