|
2016-08-02 14:25:11, 1212 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ხიხანის ხეობაში მედიატური ჩაატარა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ხიხანის ხეობაში მედია ტურს გაუწია ორგანიზება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, სათავგადასავლო, ექსტრემალური ტური, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი და ცენტრალური მედიის წარმომადგენლები ღებულობდნენ ხულოში სელიმ ხიმშიაშვილის სახლმუზეუმიდან დაიწყო და ხიხანის ციხის ძირში დასრულდა. მათივე ცნობით, ჟურნალისტები სათავგადასავლო მარშრუტში შემავალ ისტორიულ-კულტურულ ადგილებს, ხეობის მდიდარ გასტრონომიას, ფოლკლორსა და საოჯახო სახლებს გაეცნენ. ხიხანის სათავგადასავლო მარშრუტი ერთ-ერთი პოპულარული მარშრუტია ტურისტებისთვის. ულამაზესი ხიხანის ხეობა თავგადასავლების, ლაშქრობის, გასტრონომიული და ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაოებების მოყვარულთათვის მიმზიდველი ადგილია. ზღვის დონიდან 1300 მეტრ სიმაღლეზე გაფანტული ტრადიციული აჭარული სახლები, სადაც რეგიონის კულტურა და უახლოესი წარსული მოგზაურის თვალწინ ცოცხლდება აჭარული ყოფის თვალსაჩინო მაგალითია. ულამაზესი ხეობა ისტორიული ციხეებით, ჩანჩქერებითა და კულტურული ძეგლებით მდიდარია. ხეობის სავიზიტო ბარათად XII-XIII საუკუნის ხიხანის ციხე ითვლება. ციხე ზღვის დონიდან 2220 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და მისი დალაშქვრის მსურველთათვის ნამდვილ გამოწვევას წარმოადგენს. ციხიდან ხეობის ულამაზესი პეიზაჟები იშლება. ხეობის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას სხალთის მონასტერი წარმოადგენს, რომელიც ხულოს რაიონში შუა საუკუნეების საკულტო არქიტექტურისა და მონუმენტური კედლის მხატვრობის ნიმუშია. მედიატურის ფარგლებში ხეობას 15-მდე ჟურნალისტი სტუმრობდა. ხეობის ტურისტული პოტენციალის შესახებ ისინი სიუჟეტებსა და რეპორტაჟებს მოამზადებენ. (NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)