|
2016-08-01 15:22:16, 1076 ნახვა
სამართალი
ტერორისტული აქტის მუქარისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ, 31 ივლისს, სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ბრალდებულ ვახტანგ ხ.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების თაობაზე. საქმე ეხება, სოციალური ქსელში 28 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც თბილისში, აფეთქების მუქარას შეიცავდა. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, წარდგენილი ბრალის თანახმად, ვახტანგ ხ.-ს ბრალად ედება ტერორისტული აქტის მუქარა, ესე იგი ტერორისტული მიზნით აფეთქების და ადამიანზე თავდასხმის მუქარა, რომელიც ქმნის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას. „საქმე ეხება, სოციალური ქსელის მეშვეობით, 2016 წლის 28 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც თბილისში, 29 ივლისს, 12 საათსა და 30 წუთზე აფეთქების მუქარას შეიცავდა. სასამართლომ, განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალად შერაცხული ქმედების ხასიათი, რომელიც საზოგადოებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველია და წარმოადგენს დანაშაულის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ფორმას, ამასთან სასამართლომ გაითვალისწინა მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმე, რომელიც უალტერნატივოდ, ექვსიდან თორმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, შესაბამისად მაღალია ბრალდებულის მხრიდან მიმალვისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე. ამასთან, სასამართლომ მხედველობაში მიიღო გარემოება, რომ საქმეზე ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, უნდა დაიკითხონ მოწმეები, შესაბამისად არსებობს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების მოპოვებისათვის ხელის შეშლის საფრთხე. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე უფრო მკაცრი სახის- დაპატიმრების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები“,-ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 22 სექტემბერს 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
უკრაინელების მოკლული გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს ომობდა
იემენელი ჰუსიტები მუსლიმებისთვის წმინდა ქალაქს მექას დაესხნენ თავს
SOLO-ს განსაკუთრებული შეთავაზება ისთ ფოინთის დაბადების დღეს SOLO VISA ბარათის მფლობელებს
ახალი შეთავაზება TBC-ის პლატფორმაზე - დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)