|
2015-03-06 17:05:54, 449 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი აჭარის მუსლიმური თემის ლიდერებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში დღეს ის შენობები დაათვალიერა, რომლებიც აჭარის მუსლიმ თემს გადაეცა. ნაგებობები, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამუფთო რეზიდენციისა და მუსლიმური თემის სასულიერო სასწავლებლისთვის, პრემიერის დავალებით და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მონაწილეობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შეისყიდა. მუსლიმური თემის ლიდერებმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ ასეთი ძვირფასი საჩუქარი არასოდეს მიუღიათ, რადგან ახალი შენობები ძირითადი საშუალებაა ბათუმის „ორთა ჯამეში“ ლოცვის პირობების შესაქმნელად. პრემიერმა მუფთებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ხელისუფლების ვალდებულებაა, თუმცა წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების გადაწყვეტას დრო სჭირდება. „ჩვენ, ყველანი ერთი ქვეყნის შვილები ვართ და გვაღელვებს მომავალი თაობის ბედი. დარწმუნებული ვარ, ერთად კიდევ უფრო მეტ საქმეს გავაკეთებთ. მთავარია სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და უკეთესი მომავლის რწმენა“, - მიმართა პრემიერმა მუსლიმური თემის სულიერ ლიდერებს. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს აჭარის მთავრობის მეთაურს მედრესესა და სამუფთო რეზიდენციას შორის განთავსებული 1000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის შესყიდვაზე მუშაობაც დაავალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)