|
2016-07-29 18:47:27, 4284 ნახვა
კულტურა
TBILISI OPEN AIR 2016 იწყება
სამხრეთ კავკასიის ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი, TBILISI OPEN AIR 2016 იწყება. სამი დღე, ოთხი სცენა, 40-ზე მეტი ქართველი და უცხოელი არტისტი და ათასობით მსმენელი - ეს არის TBILISI OPEN AIR 2016. AIR, MORCHEEBA, UNKLE, STEVE VAI, DAMIEN RICE, TRICKY, BLUE FOUNDATION, MOTORAMA, MOODYMAN, BETOKO, ADRIATIQUE, EKO & VINDA FOLIO, NIKAKOI, FRIENDLY MOSQUITO, BACKWARMER, BEDFORD FALLS, TUJI, SAPHILEAUM - ეს არასრული ჩამონათვალია იმ არტისტების, რომლის მოსმენის საშუალებაც საფესტივალო ქალაქში, LISI WONDERLAND-ში შეგეძლებათ. ფესტივალის პირველ დღეს, 29 ივლისს, საფესტივალო ქალაქში შესვლა 17:00 საათიდან დაიწყო. დღევანდელი დღის მთავარი მოვლენაა ბრიტანული ბენდი, SKYE & ROSS from MORCHEEBA და ლეგენდარული ფრანგული დუო, AIR. TBILISI OPEN AIR 2016-ზე მოსულ მსმენელს, მუსიკის გარდა მრავალფეროვანი აქტივობები დახვდება: სათამაშო მოედანი "PLAYGROUND", ილიაუნის ასტრო ზონა, ზღაპრის ზონა, საკითხავი ზონა, 20-მდე კაფე-ბარი. 29 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, TBILISI OPEN AIR 2016-ის უფასო ავტობუსები გავა დელისის მეტროდან LISI WONDERLAND-ამდე.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)