|
2016-07-28 16:13:24, 954 ნახვა
სამხედრო
ცენტრალურ აფრიკაში წარმოებული გამოძიების საკითხზე შეხვედრა გაიმართა
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართული მხარის მიერ წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების საკითხით ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი, დანიელ კაპონე დაინტერესდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო ჯგუფის წევრებმა ამერიკელ დიპლომატსა და საქართველოს საგარეო საქმეთა წარმომადგენელს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მათივე ცნობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს ელჩი ეთიოპიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ვახტანგ ჯაოშვილი დაესწრო, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ცენტრალურ აფრიკაში საგამოძიებო ჯგუფის ვიზიტის მომზადებაში. ამერიკელი დიპლომატის მიერ აღინიშნა, რომ მისი მიზანია, ოფიციალურ ვაშინგტონს მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მსვლელობის შესახებ და საქართველოს გამოცდილება გაეროსა და ევროკავშირის მისიების იმ კონტრიბუტორმა ქვეყნებმა გაიზიარონ, რომლებსაც მსგავსი სახის პრობლემები აქვთ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართულმა მხარემ სექსუალური ძალადობის ბრალდებების შესახებ განცხადებაზე ადეკვატური რეაგირება მოახდინა. დანიელ კაპონემ საგამოძიებო ჯგუფს სიმართლის დადგენის ძალისხმევისა და პროცესის გამჭვირვალობისათვის მადლობა გადაუხადა. უცხოელი სამხედროების მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ განცხადება გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა 29 იანვარს გააკეთა. ამის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, 8-კაციანი საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა. ქართული საგამოძიებო ჯგუფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საგამოძიებო პროცესების განსახორციელებლად ივნისში იმყოფებოდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, დანაშაულში ქართველი სამხედროების ბრალეულობა არ იკვეთება. (NS)
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)