|
2016-07-26 15:19:32, 1089 ნახვა
რეგიონი
ახალ საკურორტო სეზონს ბეშუმი ახალი წყალმომარაგების სისტემით ხვდება
ხულოს მუნიციპალიტეტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოსახლეობასთან შეხვედრაზე დასმულ პრობლემურ საკითხებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი - კურორტ ბეშუმის სასმელი წყლით მომარაგება და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება იყო. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძე ხულოს მკვიდრთ პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებას დაჰპირდა. მათივე ცნობით, კურორტის სასმელი წყლით მომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების სამუშაოებზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შესაბამის უწყებებს საკითხის შესწავლისა და რეაგირების დავალება მისცა. კურორტ ბეშუმში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცის სამუშაოების განსახორციელებლად შპს ,,B&B" -სთან ხელშეკრულება 2016 წლის 28 აპრილს გაფორმდა. სამუშაოების განხორციელებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 717 229 ლარი გამოიყო. ამ ეტაპისთვის საკურორტო ზონაში შიდა ქსელის მოწყობითი სამუშაოების 90 % შესრულებულია. 20 ივლისს კურორტის აღნიშნულ ნაწილში წყლის სატესტო რეჟიმში გაშვება მოხდა, რის შემდეგაც დაფიქსირდა მცირე ხარვეზები, რომელთა ძირითადი ნაწილი ამ დროისათვის უკვე გამოსწორებულია. სამუშაოების წარმოება გრძელდება დამატებით ორ უბანზე, სადაც ერთგან სასმელი წყლის მიწოდება ორ დღეში იქნება შესაძლებელი, მეორე უბანზე კი 5 დღეში. ასევე დაგეგმილია საკურორტო ზონის გარეთ ცენტრალური წყალსადენისა და რეზერვუარების მოწყობაც. რაც შეეხება კურორტ ბეშუმის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციას, სამუშაოებს აქ შპს „TUSKI GEOLOGY GROUP"-ი ახორციელებს. სამუშაოების განსახორციელებლად მუნიციპილატიტეს ბიუჯეტიდან 312 728 ლარია გამოყოფილი. შესრულებულია სამუშაოების 60 %. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 500 მეტრი სიგრძის კანალიზაციის მილისა და 40 ერთეული საკანალიზაციო ჭის მოწყობის სამუშაოები. კურორტზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების წარმოება კლიმატური პირობებიდან გამომდინარე წლის სხვა პერიოდში ვერ ხერხდება, გამომდინარე აქედან, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და კურორტის სტუმრებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო და ჰპირდება, რომ სამუშაოები სრულად რამდენიმე დღეში დასრულდება. (NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)