|
2016-07-23 10:30:31, 1488 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი: მიუნხენის ტრაგედია მორიგი სიგნალია, რომ ყველას მეტი აქტიურობა გვმართებს ამ სისასტიკის შესაჩერებლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიაში მომხდარი ტერაქტის გამო, მწუხარებას გამოთქვამს. “მწუხარებას გამოვთქვამ მიუნხენში მომხდარი ტერაქტის გამო. ტერორისტთა ტყვიებს კვლავ უდანაშაულო ადამიანები შეეწირნენ. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, გერმანელ ხალხსა და გერმანიის მთავრობას მომხდარი ტრაგედიის გამო. გამძლეობასა და სიმტკიცეს ვუსურვებ მათ ამ მძიმე წუთებში. მიუნხენის ტრაგედია მორიგი სიგნალია, რომ ყველას ერთად მეტი აქტიურობა და მოქმედება გვმართებს ამ სისასტიკის შესაჩერებლად”, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. ცნობისთვის, წუხელ პოლიცია ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრში სროლების შედეგად შვიდი ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს. მანამდე სხვადასხვა გერმანულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია 15 დაღუპულის შესახებ. "დოიჩე ველე" თავდაპირველად პოლიციის დასტურის გარეშე ასევე თვითმხილველებზე დაყრდნობით 15 გარდაცვლილზე წერდა. მიუნხენში გუშინდელი სროლების გამო, განსაკუთრებული მდგომარეობა გამოცხადდა. „დოიჩე ველე“ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მიუნხენში სროლები სამ ადგილზე განხორციელდა - ოლიმპიურ სავაჭრო ცენტრში, ჰანაუერშტრასისა და რისშტრასეს ქუჩებზე.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)