|
2016-07-20 21:00:19, 1439 ნახვა
კომენტარი
პაპიძის ადვოკატი: მაგდა მზად იყო, პატარა ბავშვებისთვისაც კი "გაერჩია" საქმე, რომ მეორედ თორნიკესთვის არ ეწყენინებინათ
ადვოკატ მარიამ ფხალაძის განცხადებით, მაგდა პაპიძის უდანაშაულობაში ეჭვი ერთი წამითაც არ შეპარვია. ამის შესახებ ფხალაძემ "ექსპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა: "პროცესზე გამოიკვეთა, რომ მაგდა გიჟი დედა იყო, გიჟი დედა იყავიო მისმა მაზლმა უთხრა და ყველა მოწმისგან გამოიკვეთა, რომ მაგდა საკუთარი შვილის თვალზე ცრემლს ვერ იტანდა და მზად იყო, პატარა ბავშვებსაც კი დაპირისპირებოდა და მათთვისაც კი "გაერჩია" საქმე, რომ მეორედ თორნიკესთვის მათ არ ეწყენინებიათ. მეორე დღეს ასეთი დედა არ იღვიძებს და ოთარ ბერძენიშვილთან ყოფნის გამო, საკუთარ შვილს არ კლავს. არ მჯერა და ვერავინ დამაჯერებს ამაში. არ გინდა ქმარ-შვილი? მარტივია, დატოვე და წადი",-აღნიშნა მარიამ ფხალაძემ. შეგახსენებთ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მაგდა პაპიძე ოჯახური დანაშაულის, კერძოდ, წინასწარი შეცნობით ორი პირის, მათ შორის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ერთხმად სცნო. მოსამართლემ სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის სანქციის ფარგლებში განსაზღვრა და პაპიძეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ინტერვიუ მაგდა პაპიძის ადვოკატთან
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)