|
2016-07-20 15:24:21, 1182 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ აეროპორტის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი მოინახულა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის აეროპორტის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი დღეიდან 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე გადადის. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ცენტრის მუშაობის სპეციფიკასა და სერვისებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი გაეცნენ. მათივე ცნობით, ტურისტული საინფორმაციო ცენტრის 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე გადასვლა ბათუმის მიმართულებით არსებულმა უპრეცედენტო რაოდენობის ფრენებმა განაპირობა. მხოლოდ ივლისის განმავლობაში ბათუმის მიმართულებით კვირაში 81 ფრენა ( თვეში 300-ზე მეტი) 22 მიმართულებით ხორციელდება. შესაბამისად გაიზარდა რეგიონში საჰაერო გზით შემოსული ვიზიტორების რაოდენობაც, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (იანვარი-ივნისი) 74 %-იან მატებას გულისხმობს. ვიზიტორებისთვის რეგიონის ტურისტული პროდუქტებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით აეროპორტის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი სრული დატვირთვით სეზონის ბოლომდე იმუშავებს. ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს რეგიონში სულ 8 ტურისტული საინფორმაციო ცენტრი აქვს, რომელსაც წელს კიდევ ერთი ბათუმი ცენტრალის შენობაში შეემატება. საინფორმაციო ცენტრების მომსახურება მნიშვნელოვანი სერვისია ტურისტულად აქტიური ქალაქისთვის, რასაც ცენტრებში ვიზიტორთა მზარდი რაოდენობაც მიუთითებს. 2016 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით (იანვარ-ივნისი) ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო ცენტრებს 21 518 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73,35 %-იან ზრდას ითვალისწინებს. ცენტრებში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი 577 90 90 93 (91), რომელზედაც ტურიზმის მიმართულებით ნებისმიერი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. (NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)