|
2016-07-20 13:27:04, 1188 ნახვა
რეგიონი
ბოლნისში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბოლნისის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ამჟამად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობას წყალი 7-8 საათიანი გრაფიკით მიეწოდება, პროექტის დასრულების შემდეგ კი, ადგილობრივებს 24-საათიან წყალმომარაგება ექნებათ. სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა. უწყების ინფორმაციით, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში 1821 ოჯახს დაუმონტაჟდა წყლის მრიცხველები, მიმდინარეობს სამი რეზერვუარის სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაგეგმილია საქლორატორო ნაგებობის მშენებლობა. პროექტი 2014 წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 50 ადამიანია დასაქმებული და მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა. პროექტს ქართული კომპანია შპს ,,ჯავა“ ახორციელებს ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ობიექტი ექსპლუატაციაში ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაციას - „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ გადაეცემა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)