|
2016-07-18 17:12:18, 1500 ნახვა
კომენტარი
თურქეთის ელჩი: ჩვენი გენერალური კონსულის ინტერვიუ მედიაში არასწორად იქნა ინტერპრეტირებული
ჩვენი გენერალური კონსულის ინტერვიუ მედიაში არასწორად იქნა ინტერპრეტირებული,- ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძესთან შეხვედრაზე განაცხადა. „ჩვენი გენერალური კონსულის ინტერვიუ დამახინჯებულად იქნა წარმოდგენილი მედიაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო მისი განცხადებების არასწორი ინტერპრეტაცია. ნებისმიერ შემთხვევაში არც მას და არც ჩვენ არ გვითქვამს, რომ ვინც დადის საქართველოში ამ კონკრეტულ სკოლებში განათლების მისაღებად, ან ამ სკოლის კურსდამთავრებულები, ტერორისტები არიან. სრული გაუგებრობაა. მეორეს მხრივ, ჩვენ გავუზიარეთ ჩვენ ქართველ პარტნიორებს ჩვენი შეშფოთება ფეტულას ტერორისტული ორგანიზაციის საერთაშორისო ქმედებების, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედ გარკვეულ სკოლებთან მათ კავშირებისა და ამ სკოლების მართვის გამო. როგორც სხვა მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებში, ჩვენ გავაგრძელებთ ასეთი საკითხების განხილვას საქართველოს შესაბამის ორგანოებთან იმ შესანიშნავი თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც უკვე არსებობს ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ელჩმა. შეგახსენებთ, რომ თურქეთის გენერალურმა კონსულმა აჭარაში იასინ თემისქანმა განაცხდა, რომ აჭარაში არის სკოლები, რომლებიც არა სახელმწიფოს, არამედ ტერორისტულ დაჯგუფებებს ემსახურებიან.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)